თავში

ლანჩხუთის ქალთა გუნდის შვედი მეტოქე საქართველოში ჩამოსასვლელად ჩარტერულ რეისს ითხოვს

ლანჩხუთის ქალთა გუნდის შვედი მეტოქე საქართველოში ჩამოსასვლელად ჩარტერულ რეისს ითხოვს
ლანჩხუთის ქალთა გუნდის შვედი მეტოქე საქართველოში ჩამოსასვლელად ჩარტერულ რეისს ითხოვს

ჩემპიონთა ლიგაზე ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის" მეტოქე, ,,როზენგორი", საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისით თანხმდება. მიზეზად შვედური კლუბი კორონავირუსის პანდემიას ასახელებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, ,,როზენგარდს" საქართველოში ჩასვლას, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არ ურჩევს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან შვედეთისთვის საქართველო წითელი ზონაა.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ეტაპზე, გუნდებმა ერთი მატჩი სახლში უნდა ითამაშონ, ერთი კი სტუმრად, თუმცა მეტოქე შეხვედრის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარების მომხრეა. 

გუნდების პირველი მატჩი 9 დეკემბერს საქართველოში, ხოლო მეორე შეხვედრა 15 დეკემბერს, შვედეთში უნდა შედგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system