თავში

ლეგენდარული ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

ლეგენდარული ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
ლეგენდარული ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს.

დავით ხახალეიშვილი მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გულის გადანერგვის შემდეგ სამკურნალო რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და 11 იანვარს გარდაიცვალა

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში.

დავით ხახალეიშვილი იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system