თავში

ლევან შენგელია თურქეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

ლევან შენგელია თურქეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია
ლევან შენგელია თურქეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ, თურქეთის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "კონიასპორის" ქართველი ლეგიონერი 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში Beinsports-მა დაასახელა. "ტრაბზონის" წინააღმდეგ შენგელია მოედანზე 39-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. 

ქართველის გუნდი თამაშის დასრულებამდე 1:3-ს აგებდა, თუმცა შენგელიამ ჯერ თვითონ გაიტანა, შემდეგ პენალტი მოიპოვა, ბოლოს კი გამარჯვების გოლი მისი გადაცემით როჯერიო ტურამმა შეაგდო.

ლევან შენგელიამ თურქეთში 22 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა. 33 ტურის შემდეგ „კონიასპორმა“ 36 ქულა დააგროვა და ამ მოგებით სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system