თავში

ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ლუკა მაისურაძემ (81კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. 

ეს საქართველოსთვის აღნიშნულ ასპარეზობაში მეორე მედალია, რადგან დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ფინალში მოლდაველ ვიქტორ სტეპრუს შეხვდა, ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

რამდენიმე წუთში ფინალში იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილიც (81კგ), რომელმაც ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system