თავში

ლუკა მხეიძემ საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედალი მოიგო

ლუკა მხეიძემ საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედალი მოიგო
ლუკა მხეიძემ საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედალი მოიგო

საფრანგეთს პირველი ოლიმპიური მედალი ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ მოუტანა. მან -60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. 

ლუკა მხეიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ კიმ ვონ ჯინის შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. 

სპორტსმენი საქართველოდან 12 წლის ასაკში, 2008 წლის ომის შემდეგ წავიდა. მას საფრანგეთმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც სწორედ საფრანგეთის სახელით მიიღო. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარმომავლობით ქართველ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system