თავში

მადრიდის "ატლეტიკოს" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

მადრიდის "ატლეტიკოს" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს
მადრიდის ატლეტიკოს ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ავრცელებს. ინფიცირებული მოთამაშეების ვინაობა არ სახელდება. 

„ლისაბონში გამგზავრების წინ, ფეხბურთელებსა და მომსახურე პერსონალს ჩაუტარდათ ტესტები ორგანიზმში კორონავირუსის არსებობაზე. დღეს გაირკვა, რომ ინფექცია აღმოაჩნდა ორ ფეხბურთელს. ახლა ისინი იზოლირებულნი არიან და ჩვენ უკვე შევატყობინეთ ამ შემთხვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს. პროტოკოლში წერია, რომ მთელმა გუნდმა უნდა გაიაროს ახალი ტესტირება და ეს აუცილებლად აისახება პორტუგალიაში მგზავრობაზე, ცხოვრებასა და წვრთნების გრაფიკზე“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ 13 აგვისტოს, „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლაიპციგს" ხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system