თავში

მაგნუს კარლსენის ორგანიზებულ ტურნირში ორი აზერბაიჯანელი მონაწილეობს

მაგნუს კარლსენის ორგანიზებულ ტურნირში ორი
მაგნუს კარლსენის ორგანიზებულ ტურნირში ორი აზერბაიჯანელი მონაწილეობს

ჭადრაკის მსოფლიო ჩემიპიონის, მაგნუს კარლსენის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ორი აზერბაიჯანელი მონაწილეობს. 

მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა თეიმურ რაჯაბოვმა და შაქრიარ მამედიაროვმა ტურნირის განმავლობაში  12 შეხვედრა გამართეს. დარჩენილია მხოლოდ თითო-თითო პარტია. 

აღსანიშნავია, რომ რაჯაბოვმა მე-6 ტურში ერთ-ერთ ფავორიტ ჰიკარუ ნაკამურასთან თამაში ყაიმით დაასრულა. მე-10 ტურში ის თავად კარლსენს დაუპირისპირდა და მასთნაც ფრეზე შეთანხმდა. რაც შეეხება მამედიაროვს, ის მაგნუსს მე-7 ტურში შეხვდა და დამარცხდა. ნაკამურასთან კი მანაც ყაიმით დაასრულა შეხვედრა. საინტერესოა, რომ ბოლო, მე-13 შეხვედრაში აზერბაიჯანელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. 

ამ მომენტისთვის ტურნირზე პირველ ადგილს მაგნუს კარლსენი იკავებს, მე-2 ადგილზეა გირი ანეში, ხოლო მესამეზე კი ჰიკარუ ნაკამურა.

რაც შეეხება აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებს, რაჯაბოვი მე-9 ადგილზეა, ხოლო მამედიაროვი მე-12-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system