თავში

"მაიამი ჰიტის" სამ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მაიამი ჰიტის" სამ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მაიამი ჰიტის სამ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

The Miami Herald-ის ცნობით, საკალათბურთო კლუბი "მაიამი ჰიტის" სამი კალათბურთელი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ინფიცირებული ორი სპორტსმენის შესახებ, ხოლო დღეს კორონავირუსი ფორვარდ დერეკ ჯონსს დაუდასტურდა.

კლუბმა, მას შემდეგ, რაც მის მოთამაშეებს ინფექცია დაუდასტურდათ, 3 ივლისს სავარჯიშო ბაზები დახურა.

"მაიამი ჰიტი" მონაწილეობას მიიღებს NBA–ის სეზონის აღდგენაში და გაემგზავრება ორლანდოში, სადაც 8 ივლისს თამაში გაიმართება. ინფიცირებული კალათბურთელები შეხვედრას არ დაესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system