
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) მეორე წრეც წარმატებით გაიარა და ნახევარფინალამდე ერთი მოგება აშორებს.
მარგველაშვილმა მერვედ ფინალში რუმინელი ბორის დუმიტრესკუ დაამარცხა და 1/4 ფინალში ფრანგ კილიან ლებლუშს დაუპირისპირდება.
ფინალური დაპირისპირებები 19:00 საათზე დაიწყება.