თავში

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიესაჯა

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიესაჯა
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიესაჯა

პარიზის სასამართლომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლამინ დიაკი დამნაშავედ სცნო.

სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი 87 წლის ლამინ დიაკს აქტიურ და პასიურ კორუპციის, უფლებამოსილების გადამეტებისა და  ფულის გათეთრებისთვის ერგო.  დიაკს ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა, აქედან ორი პირობითია.  მძლეოსნიბის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი 500 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმასაც გადაიხდის. 

დიაკს შეუძლია გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს.

დიაკმა სასამართლოში განაცხადა, რომ საკუთარი ორგანიზაციის “ფინანსური კეთილდღეობისთვის” რუსი მძლეოსნების დადებით დოპინგ ტესტებს მალავდა. მან აღიარა, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია აჭიანურებდა რუსი ათლეტებისთვის სანქციების გამოყენებას, რათა არ დაეზარალებინა რუსეთის იმიჯი მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის წინ, რომელიც რუსეთში გაიმართა.

სასამართლომ ამავე საქმეზე კორუფციის გამო, სამწლიანი პატიმრობით დასაჯა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინ ბალახნიჩევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system