თავში

მიკ შუმახერი: მჯეროდა, ეს ოცნება ამისრულდებოდა

მიკ შუმახერი: მჯეროდა, ეს ოცნება ამისრულდებოდა
მიკ შუმახერი: მჯეროდა, ეს ოცნება ამისრულდებოდა

 მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა მრავალწლიანი ხელშეკრულება გაფორმა ფორმულა 1-ის ამერიკულ საჯინიბო „ჰაასთან“. 

მიმდინარე სეზონში მიკი ფორმულა 2-ში გამოდის და 2020 წლის ჩემპიონატის ლიდერია. უმცროსი შუმახერი ასევე ფორმულა 3-ის ჩემპიონი იყო 2018 წელს.

უკვე ცნობილია, 2021 წელს „ჰაასის“ მეორე პილოტიც დებიუტანტი იქნება – რუსი ნიკიტა მაზეპინი.

„მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში მოხვედრის პერსპექტივა დაუჯერებლად ბედნიერს მხდის. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. მინდა მადლობა გადავუხადო „ჰაასს“, „ფერარისა“ და ამ გუნდის სარბოლო აკადემიას ნდობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, რადგან ყველაფერს მათ უნდა ვუმადლოდე. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს ოცნება ამისრულდებოდა“, – განაცხადა მიკ შუმახერმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system