თავში

"მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს" - რა ფოტოს აქვეყნებს შოთა არველაძე - PHOTO

"მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს" - რა ფოტოს აქვეყნებს შოთა არველაძე - PHOTO
მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს - რა ფოტოს აქვეყნებს შოთა არველაძე  - PHOTO

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

"ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს დასაფასებელია. 

მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები FC Merani Martvili! FC Torpedo Kutaisi-ს ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. 

ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება", - წერს არველაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system