თავში

მინდა მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რასაც აკეთებს - ვის შესახებ წერს შოთა არველაძე

მინდა მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რასაც აკეთებს - ვის შესახებ წერს შოთა არველაძე
მინდა მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რასაც აკეთებს - ვის შესახებ წერს შოთა არველაძე

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თანამედროვე ფეოლად წოდებული მწვრთნელის თემურ ფოცხვერიას შესახებ წერს. 

არველაძე მას მადლობას უხდის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

"თემურ ფოცხვერიას მინდა მადლობა გადავუხადო, იმ საქმისთვის რასაც ქართული ფეხბურთისთვის და მოზარდებისთვის აკეთებს. უკვე წლებია, ფეხბურთელებს განვითარებაში ინდივიდუალურად ეხმარება და ათობით მოზარდს ხელს უწყობს, რომ უფრო მაღალ დონეზე შეძლონ ფეხბურთის თამაში. მასთან ინდივიდუალური მომზადების პროგრამა ჩვენი ფონდის სტიპენდიანტებმა, ძმებმა პარკინაშვილებმაც გაიარეს და საკმაოდ წარმატებულადაც თამაშობენ. ერთი 17 წლამდე ნაკრების წევრია, მეორე საბურთალოს ფეხბურთელი. მინდა ყველა მოზარდს, ვისაც შრომა არ ეზარება, ვინც საკუთარი კარიერისთვის და მომავლისთვის ყველაფერს აკეთებს წარმატება ვუსურვო და ამასთანავე, ვთხოვო, გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი ვარჯიშები, საკუთარი თავის მუდმივი განვითარება და შრომა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნისთვის" - წერს არველაძე და შოთა ფოცხვერიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system