თავში

მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირი გაიმართა

მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირი გაიმართა
მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირი გაიმართა

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნებოდა.

„აფხაზეთის თასიში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებულები თასებითა და მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system