თავში

"მისტერ ოლიმპია 2020-ის" მფობელი ეგვიპტელი მეთევზე გახდა

"მისტერ ოლიმპია 2020-ის" მფობელი ეგვიპტელი მეთევზე გახდა
მისტერ ოლიმპია 2020-ის მფობელი ეგვიპტელი მეთევზე გახდა

"მისტერ ოლიმპია 2020" ამერიკაში, ლას-ვეგასში ჩატარდა. 23 წლის განმავლობაში წელს პირველად მისი ტიტული არა ამერიკელმა მიიღო. მთავარი ჯილდო 36 წლის ეგვიპტელმა, მამდუ ელსბიაიმ მოიპოვა. ის ასევე ცნობილია ზედმეტსახელით "დიდი რამი".

აღინიშნა, რომ მისი გამარჯვება ნამდვილ სენსაციად იქცა, რადგან მას აქვს სხეულის ფორმები, რომელიც შორს არის პროპორციებისა და ესთეტიკისგან. ცნობილია, რომ ეგვიპტელმა მამაკაცმა ტიტული არნოლდ შვარცენეგერისგან მიიღო.

გასულ წელს სპორტსმენმა იოგები დაიზინა და ვარჯიში დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა. წელს კი ის კორონავირუსით დაინფიცირდა და ტურნირის გზა მისთვის დაიხურა. თუმცა, გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერის წყალობით, "მისტერ ოლიმპიას" ორგანიზატორებმა მას კონკურსში მონაწილეობის საშუალება მისცეს და ახლა მამდუ ელსბიაი ბოდიბილდინგის მეფედ ითვლება.

"დიდი რამი" ეგვიპტეში დაიბადა. ახალგაზრდობაში მისი ოჯახი ქუვეითში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი მეთევზედ მუშაობდა. 2010 წელს ელსბიაი სპორტით დაკავდა და ორ წელში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეგვიპტელმა მეთევზემ 10 წლის შემდეგ ლეგენდარული ტიტულის ხელში ჩაგდება მაინც მოახერხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system