თავში

მოკრივე, რომელმაც მუჰამედ ალი ყველასთვის მოულოდნელად, დაამარცხა გარდაიცვალა

მოკრივე, რომელმაც მუჰამედ ალი ყველასთვის მოულოდნელად
მოკრივე, რომელმაც მუჰამედ ალი ყველასთვის მოულოდნელად, დაამარცხა გარდაიცვალა

ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე ლეონ სპინკსი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

კრივის ისტორიაში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახელის დამკვიდრება ისეთი ტიტანების დამარცხებით შეძლეს, როგორიცაა მაიკ ტაისონი, მუჰამედ ალი, ლენოქს ლიუსი და ა.შ. 

მათზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა ყველას ახსოვს ის გრძნობა, როდესაც უძლეველი მოკრივე მოულოდნელად ნაკლებად ცნობილმა დაამარცხა. 

სწორედ ასეთ მოკრივეთაგანი იყო ლეონ სპინკსი. 1978 წელს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის სატიტულო ორთაბრძოლაში  მუჰამედ ალის დაამარცხებას შეძლებდა.  ის ერთადერთი ადამიანი გახდა, რომელმაც ალის ჩემპიონის ქამარი წაართვა. 

სპინკსმა, რომელმაც მხოლოდ 8 პროფესიონალური მატჩის შემდეგ შეძლო გაჩემპიონება სულ 46-ჯერ გამოვიდა რინგზე და აქედან 26-ში გაიმარჯვა, 17-ჯერ დამარცხდა და 3-ში ფრე დაფიქსირდა.

მისი კარიერა ალისთან ბრძოლის შემდეგ მნიშვნელოვნად ვეღარ განვითარდა. მას ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს, როდესაც უარი თქვა ნომერ პირველ კანდიდატთან შებრძოლებაზე. ამის სანაცვლოდ, სპინკსმა ალისთან მეორე მატჩის ჩატარება ისურვა, რომელშიც ის დამარცხდა.

როგორც BBC იუწყება, ყოფილ ჩემპიონს, ბოლო წლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, ხოლო 2019 წელს კი პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system