თავში

მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა - PHOTO

მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა - PHOTO
მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა - PHOTO

საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთიდან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით დაბრუნდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პლანეტის პირველობის ტრიუმფატორს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა 6 მეტოქე დაამარცხა. ფინალში შავდათუაშვილმა შვედ ტომი მაციასს სძლია.

აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ერთდროულად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების ლიდერი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს ლონდონში გახდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს 2013 წელს ბუდაპეშტში დაეუფლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ანგარიშზე 4 საშეჯიბრო დღის შემდეგ თითო ოქროსა და ვერცხლის მედალია. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა. ამ დროისთვის, ლაშა გუჯეჯიანის გუნდი ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system