თავში

ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი განახლდა

​ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი განახლდა
ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი განახლდა

ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. ოთხივე მისამართზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა.

ფეხბურთის ორი რეაბილიტირებული მოედანი სანზონის დასახლებაში მდებარეობს: მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს, ახალგაზრდებს მოწესრიგებული სივრცეები ჰქონდეთ, რომ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული აქტივობებით. ამ ეტაპზე, ოთხი მოედანი რეაბილიტირდა სრულად. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ოთხი მოედნის სრული რეაბილიტაციის გარდა, სპორტული ინფრასტრუქტურის დაზიანებული ელემენტები კიდევ შვიდ მინი სტადიონზე შეკეთდა. 

სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 214 000 ლარი დახარჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system