თავში

კალაძე ლეგენდების ტურნირში ,,დინამოს" კაპიტანი იქნება

კალაძე ლეგენდების ტურნირში ,,დინამოს" კაპიტანი იქნება
კალაძე ლეგენდების ტურნირში ,,დინამოს კაპიტანი იქნება

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი იმართება, რომელშიც დინამო თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება.

"მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს "დინამო თბილისის" სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები", - განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.

მისივე თქმით, 19 იანვარს ტურნირი ნაკრებების დონეზე ბათუმში გაიმართება, რაც ქვეყნის პოლულარიზაციას ხელს შეუწყობს.

„დინამო თბილისი" და ლევერკუზენის „ბაიერს“ 20:45 საათზე დაუპირისპირდება.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი AOK TRADITIONSMASTERS ტარდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ „დინამოა“.

„დინამოს“ ლეგენდათა შემადგენლობა ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.

თბილისური გუნდის მატჩების განრიგი:

11 იანვარი, 20:45

დინამო Vs. ლევერკუზენის „ბაიერი“

11 იანვარი, 21:42

დინამო Vs. დორტმუნდის „ბორუსია“

12 იანვარი, 17:31

დინამო თბილისი Vs. „შალკე04“

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.

ინფორმაციას "დინამო თბილისი" ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system