თავში

NBA-ს "ცუდი ბიჭების" სიაში ზაზა ფაჩულიაც მოხვდა

NBA-ს "ცუდი ბიჭების" სიაში ზაზა ფაჩულიაც მოხვდა
NBA-ს ცუდი ბიჭების სიაში ზაზა ფაჩულიაც მოხვდა

Lineups.com-მა NBA-ის ისტორიაში 20 ყველაზე „ცუდი ბიჭი“ კალათბურთელები დაასახელა. აღსანიშნავია რომ ოცეულში „გოლდენ სტეიტისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულიაც მოხვდა. ვეტერანი ცენტრი მეოცე პოზიციაზეა. 

ზაზამ მოუქნელ და ბინძურ კალათბურთელს შორის არსებული ზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა. იყო ცნობილი ინციდენტი, როცა იგი ნიკ იანგის ფეხს „წამოედო“ და რასელ უესტბრუკს დაეცა. უფრო ცნობილი ინციდენტი კავაი ლეონარდს უკავშირდება. კუთხიდან შესრულებული სამქულიანის შემდეგ, ზაზამ ლეონარდს პარკეტზე დასაშვები სივრცე არ დაუტოვა, რის გამოც კავაიმ პლეიოფების ყველა დარჩენილი შეხვედრა გამოტოვა, ხოლო სპურსი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა. ზაზას თანაგუნდელებმა, მათ შორის კევინ დურანტმა, მომხდარი ფაჩულიას მოუქნელობით ახსნეს. ნეიტრალურმა კალათბურთელებმა, მათ შორის კაირი ირვინგმა კი, ზაზას ქმედებას „მიუღებელი“ უწოდეს. ამ ინციდენტების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ფაჩულია ბინძური კალათბურთელობისკენ იხრება“, - წერს Lineups.com.

Lineups.com-ის მიერ გამოქვეყნებული სია ასე გამოიყურება:

19 - კელი ოლინიკი

18 - მეტ ბარნსი

17 - პატრიკ ბევერლი

16 - სტივენ ჯექსონი

15 - კრის ანდერსენი

14 - გარი პეიტონი

13 - ბენ უოლასი

12 - რიკ მაჰორნი

11 - აიზეია რაიდერი

10 - დრეიმონდ გრინი

9 - რაშიდ უოლასი

8 - ლატრელ სპრიუელი

7 - კარლ მელოუნი

6 - ჩარლზ ბარკლი

5 - ალენ აივერსონი

4 - ჩარლზ ოკლი

3 - ბილ ლეიმბირი

2 - დენის როდმანი

1 - მეტა უორლდ პისი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system