თავში

ნეაპოლში მარადონას ნივთების მუზეუმი გაიხსნა

​ნეაპოლში მარადონას ნივთების მუზეუმი გაიხსნა
ნეაპოლში მარადონას ნივთების მუზეუმი გაიხსნა

დიეგო მარადონას მეგობარმა ნეაპოლში გარდაცვლილი ფეხბურთელის ნივთების მუზეუმი გახსნა.

მასიმო ვინიატიმ დიდი რაოდენობით მაისურები შეაგროვა. სპორტის ლეგენდა ამ ნივთებს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ატარებდა.

ექსპონატებს შორისაა ასევე ბურთები, ფეხსაცმელი, ბანერები და პორტრეტები.

მსოფლიო სპორტის ლეგენდა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესის მახლობლად, ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system