
ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, შესაძლოა "ანორთოსისი" დატოვოს. ამის შესახებ 24sports-ის ჟურნალისტი დიმიტრის ხრისტოფორი იტყობინება. ზაფხულში კლუბი გადახალისებას გეგმავს. კაჭარავას გუნდიდან წასვლაც სწორედ ამ გადაწყვეტილების ნაწილია. ნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" 2018 წელს გადავიდა და 18 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.