თავში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩამოქვეითდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩამოქვეითდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩამოქვეითდა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით ჩამოქვეითდა. ATP-ს განახლებულ კლასიფიკაციაში ის ახლა 43-ე ადგილზეა

ბასილაშვილს ამერიკელმა ტეილორ ფრიცმა და ავსტრალიელმა ჯონ მილმანმა გაუსწრეს.

სამივე ჩოგბურთელი ახლა კანადაში იმყოფება, სადაც ტორონტოს პრესტიჟული ტურნირი დაიწყო (National Bank Open presented by Rogers), რომლის საპრიზო ფონდია 3 487 915 დოლარი.

ბასილაშვილი ხვალ პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ჯეისონ ბრუკსბის ეთამაშება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system