თავში

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის ფინალში გასვლა ვერ შეძლო

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის ფინალში გასვლა ვერ შეძლო
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის ფინალში გასვლა ვერ შეძლო

ლეგენდარუმა ტყვიის მსროლელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ორდღიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ სალუქვაძემ ჯამური 578 ქულა დააგროვა და 44 სპორტსმენს შორის 25-ე ადგილზე გავიდა.

სალუქვაძემ კვალიფიკაციის პირველ დღეს ასეთი შედეგი აჩვენა - 94, 98, 99 ქულა და ჯამური 291, რაც მე-7 შედეგი იყო.
ცნობისთვის, სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 

ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system