თავში

ოდესმე შევძლებ ყველაფერი გითხრათ - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

ოდესმე შევძლებ ყველაფერი გითხრათ - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა
ოდესმე შევძლებ ყველაფერი გითხრათ - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ ვარლამ ლიპარტელიანმა სოციალური ქსელით განაცხადა. 

"მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ, იმედია, ოდესმე შევძლებ რომ ყველაფერი გითხრათ ყველას," წერს ვარლამ ლიპარტელიანი Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი დღეს, ოლიმპიური თამაშების ფინალში ვერ გავიდა. ნახევარფინალში ლიპარტელიანი იაპონელ აარონ ვულფთან ვაზარით დამარცხდა.

ვარლამ ლიპარტელიანი 1989 წლის 27 თებერვალს დაიბადა. ლიპარტელიანი არის ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი.

მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system