თავში

ოლიმპიადა - 2020-ს სპორტსმენთა შემცირებული რაოდენობა გახსნის

ოლიმპიადა - 2020-ს სპორტსმენთა შემცირებული რაოდენობა გახსნის
ოლიმპიადა - 2020-ს სპორტსმენთა შემცირებული რაოდენობა გახსნის

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აპირებენ იმ სპორტსმენთა რაოდენობის შემცირებას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში.

თავდაპირველი გეგმით, გახსნას უნდა დასწრებოდა 200 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი. კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი მათი რიცხვის შემცირებას აპირებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვარაუდით, გახსნის ცერემონიას დაახლოებით ექვსი ათასი სპორტსმენი ესტუმრება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system