თავში

ოლიმპიადის დაწყებამდე 48 საათი რჩება

ოლიმპიადის დაწყებამდე 48 საათი რჩება
ოლიმპიადის დაწყებამდე 48 საათი რჩება

ორ დღეში კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება იწყება. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მე-2 შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ტოკიო - 2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება. ტოკიო- 2020 ოფიციალურად 23 ივლისს, 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება. . ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

 საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system