თავში

ოლიმპიადის გახსნას 950 ადამიანი დაესწრება

​ოლიმპიადის გახსნას 950 ადამიანი დაესწრება
ოლიმპიადის გახსნას 950 ადამიანი დაესწრება

ოფიციალურ პირთა რაოდენობა, რომლებიც 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან, 950 ადამიანს შეადგენს.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ტოკიო 2020-ის
საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა ჰიდემასა ნაკამურამ განაცხადა.

”ოფიციალური პირების რიცხვი 950 ადამიანი იქნება”, - განაცხადა მან.

ერთ დღეში კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება იწყება. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მე-2 შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ტოკიო - 2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება. "ტოკიო-2020" ოფიციალურად 23 ივლისს, 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება. ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system