თავში

ოლიმპიადის ლიცენზიისთვის კიდევ ოთხი ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს

ოლიმპიადის ლიცენზიისთვის კიდევ ოთხი ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს
ოლიმპიადის ლიცენზიისთვის კიდევ ოთხი ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს

უნგრეთის დედაქალაქში ხვალ, 18 მარტს სტარტს აიღებს ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი, სადაც პირველი და მეორე დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლას დაეთმობა. შეჯიბრებაში ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. ტურნირზე სპორტსმენები ევროპიდან იქნებიან წარმოდგენილნი და ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორ წონაში – 97 და 125 კგ-ში უკვე აქვს აღებული ოლიმპიადის ლიცენზიები. 

ხვალ, 18 მარტს წინასწარი შეხვედრები დილიდან დაიწყება, ხოლო საღამოსთვის უკვე ცნობილი იქნება, ვინ მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს. ფინალები და მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები კი 19 მარტს გაიმართება.

20-21 მარტს ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, სადაც ჩვენს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და ამ შემთხვევაშიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მსგავსად, ჩვენი ბიჭები ოთხი ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებენ.

ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system