თავში

ოლიმპიურ თამაშებზე მუხლის მოდრეკვის და მუშტის აწევის გამო სპორტსმენები დაისჯებიან

ოლიმპიურ თამაშებზე მუხლის მოდრეკვის და მუშტის
ოლიმპიურ თამაშებზე მუხლის მოდრეკვის და მუშტის აწევის გამო სპორტსმენები დაისჯებიან

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს მუხლის მოდრეკა და მუშტის აწევა Black Lives Matter-ის სოლიდარობის ნიშნად აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ახალი წესის დარღვევის გამო სპორტსმენები დაისჯებიან "პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი პროპაგანდის" გამო. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სპორტსმენები ხშირად დგებიან მუხლებზე სხვადასხვა შეჯიბრების დროს და სოლიდარობას უცხადებენ მოძრაობა Black Lives Matter-ს. 

ოლიმპიური კომიტეტის ამ წესის დამკვიდრება განაპირობა კონსულტაციებმა, რომელშიც მონაწილეობას 3 500 ათლეტი იღებდა. 

გამოკითხულ სპორტსმენთა 70%-მა განაცხადა, რომ მათ არ სურთ პროტესტის გამოხატვა პოდიუმებზე, ცერემონიებსა თუ სათამაშო მოედნებზე. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, პანდემიის გამო, 2021 წელს გადაიდო და 23 ივლისიდან, 8 აგვისტომდე ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ უცხოელი გულშემატკივრებს სტადიონებზე არ დაუშვებენ. შეძლებენ თუ არა, თავად იაპონელი გულშემატკივრები დასწრებას, ეს საკითხი ჯერ გარკვეული არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system