
ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შეხვედრაზე ოლიმპიური თამაშების ლოზუნგი შეიცვალა.
წინადადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა წამოაყენა.
ახალი ოლიმპიური დევიზია "უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად - ერთად".
ძველი დევიზი "უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად" 1894 წელს დამტკიცდა. თომას ბახის აზრით, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია.