თავში

ოლიმპიური თამაშების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ტოკიოში იმსჯელეს

ოლიმპიური თამაშების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ტოკიოში იმსჯელეს
ოლიმპიური თამაშების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ტოკიოში იმსჯელეს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ივლისში დაგეგმილი ღონისძიებები არ გადაიდება. საჯარო განცხადება ამასთან დაკავშირებით იაპონიის ოლიმპიურმა მინისტრმა სეიკო ჰაშიმოტომ გააკეთა. 

"საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვიმუშავებთ. მივიღებთ თავდაცვისთვის საჭირო ყველა ზომას", - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, იაპონია ამჯერადაც წარმატებულად უმასპინძლებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, რომლის გახსნამდეც 6 თვეზე ნაკლები დრო რჩება. 

იაპონიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ადამიანის ინფიცირების 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system