თავში

ონლაინ საჭადრაკო ტურნირი "აბრეშუმის გზის თასი" დასრულდა

ონლაინ საჭადრაკო ტურნირი "აბრეშუმის გზის თასი" დასრულდა
ონლაინ საჭადრაკო ტურნირი აბრეშუმის გზის თასი დასრულდა

აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტულ საქმეთა სამინიტროს, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციების ხელშეწყობითა და კომპანია SOCAR-ის ორგანიზებით გამართული ონლაინ ბლიც-საჭადრაკო ტურნირი, "აბრეშუმის გზის თასი" დასრულებულია.

ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნა. 

ტურნირში მონაწილეობა 50-მდე მოჭადრაკემ მიიღო, საპრიზო ფონდი კი 20 000 ევროს შეადგენდა. შეჯიბრის შედეგები ხვალ, კომპიუტერული შემოწმების შემდეგ გამოცხადდება. 

ტურნირი ორ ქვეყანას შორის სპორტული ურთიერთობების გაღრმავებას, პანდემიის დღეებში ჭადრაკის თამაშის პრაქტიკის შენარჩუნებასა და მის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system