თავში

ორი ქართველი რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდში

ორი ქართველი რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდში
ორი ქართველი რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდში

გამოცემა „ნიუსმა“ 2019/20 წლების სეზონის რუსეთის პრემიერ ლიგის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

სასიხარულოა რომ რჩეულთა შორის ორი ქართველი მოხვდა. გამოცემამ სიმბოლურ თერთმეტეულში ის მოთამაშეები შეიყვანა, რომლებიც სეზონის განმავლობაში ტურის ვარსკვლავების გუნდში ყველაზე მეტჯერ მოხვდნენ.

მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, საუკეთესო საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი ჯიმი ტაბიძეა. მარცხენა შემტევ ნახევარმცველად კი პორტალმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გაამწესა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას კონკურენტი "ტამბოვის" ქართველი შემტევი გეორგი მელქაძე იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system