თავში

კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა

კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა
კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა

ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები სერგო მოვსესიანი და ლაშა ოზბეთელაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თენგიზ ბასტოიანი და ოთარ ესიტაშვილი დაეუფლნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system