თავში

ოთხი ფეხბურთელი და გუნდის პრეზიდენტი დაიღუპა - საზარელი ავიაკატასტროფა ბრაზილიაში

ოთხი ფეხბურთელი და გუნდის პრეზიდენტი დაიღუპა - საზარელი
ოთხი ფეხბურთელი და გუნდის პრეზიდენტი დაიღუპა - საზარელი ავიაკატასტროფა ბრაზილიაში

ბრაზილიაში ავიაკატასტროფამ ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ფეხბურთელი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Globo-მ ავრცელებს.

თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

თვითმფრინავში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა - ბორტზე, მფრინავის გარდა, იყვნენ პალმასის პრეზიდენტი ლუკას მეირა, ასევე ფეხბურთელები გიილჰერმე ნოე, რანულე, მარკოს მოლინარი და ლუკას პრაქსედი.

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

"პალმასმა" დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მწუხარება გამოუცხადა.

დღეს, 25 იანვარს, გუნდს უნდა ეთამაშა გასვლითი მატჩი ვილა ნოვას კლუბთან. "პალმასის" მეტოქემ განაცხადა, რომ მზადაა, თამაში გადადოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system