თავში

პირველად ისტორიაში ქალთა ლიგა 2 ჩატარდება

პირველად ისტორიაში ქალთა ლიგა 2 ჩატარდება
პირველად ისტორიაში ქალთა ლიგა 2 ჩატარდება

ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მეორე დივიზიონის გათამაშება ჩატარდება. ქალთა ლიგა 2-ში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს და ტურნირი 25 აპრილს დაიწყება.

ქალთა ლიგა 2-ში, 2020 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ითამაშებენ – ხაშურის „ივერია“, სოხუმის „დინამო“, ახალციხის „ზარზმა“, მცხეთას „დიდგორი“, ახალ სეზონში „თუშეთი“ შეცვლილი სახელით იასპარეზებს. ახმეტის გუნდი 2021 წლიდან „ბახტრიონის“ სახელით წარდგება გულშემატკივრის წინაშე. 2021 წლის სეზონიდან, ქალთა ლიგა 2-ს სამი დებიუტანტი ჰყავს, საჩხერის „ქარიშხალა“, ზუგდიდის „ფენიქსი“ და ამბროლაურის „რაჭა 2020“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა.

ქალთა ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ქალთა ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი კი ფლეი-ოფს ითამაშებს და რანგით უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ქალთა ლიგის მეშვიდეადგილოსანს დაუპირისპირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system