თავში

პირველად რაგბის ჩემპიონთა თასის შეხვედრაზე ქართული სამსაჯო გუნდი იმუშავებს

პირველად რაგბის ჩემპიონთა თასის შეხვედრაზე
პირველად რაგბის ჩემპიონთა თასის შეხვედრაზე ქართული სამსაჯო გუნდი იმუშავებს

2021-2022 წლების "მსოფლიო თასის" გათამაშების პირველ ტურში, ფრანგული "კასტრისა" და ინგლისური "ჰარლექუინსის" შეხვედრაში ნიკა ამაშუკელი და ქართული სამსაჯო ბრიგადა იმუშავებს. 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ქართველი მსაჯები პირველად მიიღებენ მონაწილეობას. ნიკა ამაშუკელის დამხმარეები კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი იქნებიან.

ტურნირი 1995 წელს, „ჰეინეკენის თასის“ სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system