თავში

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის შესახებ წიგნი გამოიცა

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის შესახებ წიგნი გამოიცა
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის შესახებ წიგნი გამოიცა

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

დავით „ამური“ ციმაკურიძემ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, ვინც მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ფორუმზე უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო.

წიგნი ოლიმპიური ჩემპიონის შვილიშვილის, დავით ციმაკურიძის ინიციატივითა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ავტორი კი ცნობილი სპორტის მოღვაწე ზურაბ ჯავახაძეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. დღეს პრეზენტაციას დავით ციმაკურიძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system