თავში

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაუქმდა

​ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაუქმდა
ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაუქმდა

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში 20 წლამდე მოთამაშეებისთვის ვადაზე ადრე შეწყდა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა. ინფორმაციას ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"COVID-19-თან დაკავშირებით ტურნირის სამედიცინო ჯგუფის და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის რეკომენდაციების შემდეგ, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის გავრცელებისა და შტამ "ომიკრონის" გავრცელების გამო, 2022 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდება, რათა ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის ნაკრების სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვეიცარია - აშშ-სა და ფინეთი - ჩეხეთის მატჩების შემდეგ ეს COVID-19-ის დადასტურების გამო გაუქმებული მესამე თამაში იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system