თავში

ყრილობაზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი აირჩიეს

ყრილობაზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი აირჩიეს
ყრილობაზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი აირჩიეს

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლის ვადით კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება სასტუმრო “სტამბაში” გამართულ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე მიიღეს.

ღია კენჭისყრის შედეგად ყველა მონაწილემ მხარი ლერი ხაბელოვის კანდიდატურას დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პოსტზე სხვა კანდიდატურა არც განიხილებოდა.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ყრილობაზე დღის წესრიგის ბოლო საკითხის, საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე თვით გადადება მოითხოვა, მაგრამ დელეგატთა უმრავლესობამ მის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system