თავში

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ მატჩში 7:48 დამარცხდა. აღნიშნულს საქართველოს რაგბის კავშირი სოციალურ ქსელში ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ნაკრებს 8 თვიანი პაუზა ჰქონდა, რაც ბორჯღალოსნებზე უარყოფითად აისახა. 

"FT დასრულდა შემოდგომის პირველი სანაკრებო მატჩი მარიფილდზე, რომელშიც შოტლანდიამ დამაჯერებლად ითამაშა ბორჯღალოსნებს გასახურებელ ტესტ-მატჩში 48-7 სძლია.

ეს ბორჯღალოსნებისთვის პირველი მატჩი იყო ბოლო 8 თვის განმავლობაში და ცხადია უთამაშებლობა ნაკრებზე აისახა.წინ წლის უმთავრესი ტურნირია - შემოდგომის ერთა თასი, რომელიც 14 ნოემბერს იწყება და რომელშიც პირველივე მატჩში ინგლისს თვიქნჰემზე ვერკინებით.გუნდს ტურნირის დაწყებამდე 21 დღე აქვს და ამ პერიოდში სამწვრთნელო შტაბი მოახდენს ანალიზს და გააგრძელებს მზადებას შემოდგომის ერთა თასისთვის" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system