თავში

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს
რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. 

ტყემალაძე დღეს კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ქვორუმი შედგა და ტყემალაძე უმრავლესობამ აირჩია.

"დღეს შედგა კვორუმი ანუ 25 დელეგატი მოვიდა, რომელიც წარმოადგენდა 42 ხმას. კვორუმისთვის განმეორებითი ყრილობა რომ შედგეს საჭირო არის 50% + 1 ხმა. ამის შედეგად ეს დაითვალა, სულ 38 ხმა იყო საკმარისი კვორუმის მოსაგროვებლად, რომ ყრილობა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, შედგა ყრილობა და ავირჩიეთ პრეზიდენტი. იყო ერთი კანდიდატი და ეს იყო იოსებ ტყემალაძე. ის არჩეულია უმრავლესობით. დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად", - განაცხადა გოჩა მაჭავარიანმა.

კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ გარეთ განვითარებული მოვლენები სამწუხაროა:

"ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა," - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ. 

საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 10 მარტის არჩევნები არალეგიტიმურია, ისინი შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ.

პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირმა საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდა, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

ადგილზე იმყოფება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. აბუსერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ხმების დასაცავად მივიდნენ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა და მხარეებს მოუწოდა, უზრუნველყონ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარება.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა მეორედაც დაახარვეზა.19 თებერვალს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system