თავში

რაგბის კავშირში საარჩევნო ყრილობა იწყება - ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

რაგბის კავშირში საარჩევნო ყრილობა იწყება - ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები
რაგბის კავშირში საარჩევნო ყრილობა იწყება - ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

რაგბის კავშირში მორიგი საარჩევნო ყრილობა იწყება. კავშირის წევრები "ექსპო ჯორჯიაში" ამ წუთებში იკრიბებიან. ყრილობაზე იოსებ ტყემალაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 10 მარტის არჩევნები არალეგიტიმურია, ისინი შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ.

პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირმა საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდა, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

ადგილზე იმყოფება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. აბუსერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ხმების დასაცავად მივიდნენ. 

"სამარცხვინოა, რომ ადამიანს ასეთი მეთოდებით უნდა რაგბში მოსვლა. ეს უკვე ღირსებასაც სცდება და ჩვენ აქ რისთვისაც ვიმყოფებით არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებით წაგვართვეს.

ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ იმ ადამინების რაგბში მოსვლა, რომლებიც შეხებაში არ არიან ამ სპორტთან. ჩვენ ზუსტად ამ ხალხთან გვაქვს პრეტენზია და კითხვაზე პასუხებიც უნდა გაგვცენ. რიგით წევრს, როგით მოქალაქეს, რომელიც რაგბის სამყაროსთან არ ასოცირდება, არ აქვს უფლება ადგეს და ნება დააფიქსიროს ქართული რაგბის მომავალზე.

არ ვიცი დღეს შედგება თუ არა ქვორუმი, დაველოდოთ. მათ ყველა გზას მიმართეს, რომ შემდგარიყო, მაგრამ რომც შედგეს, ჩვენი ბრძოლა ასე არ დასრულდება და აუცილებლად გაგრძელდება",- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა და მხარეებს მოუწოდა, უზრუნველყონ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარება.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა მეორედაც დაახარვეზა.19 თებერვალს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system