
რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ქართული "შავი ლომი" რუს მეტოქეს "ენისეის" შეხვდა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 26-20 დასრულდა.
შეხვედრის შედეგად "შავი ლომი" აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალის უფრო მიუახლოვდა.