თავში

რამდენ მილიონს მიიღებს საქართველო ევრო 2020-ზე მოხვედრით

რამდენ მილიონს მიიღებს საქართველო ევრო 2020-ზე მოხვედრით
რამდენ მილიონს მიიღებს საქართველო ევრო 2020-ზე მოხვედრით

საქართველოს ნაკრებმა „დ“ დივიზიონის ჯგუფის მოგების შემდეგ, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსი 1:0 დაამარცხა. ჩვენი ქვეყნის ნაკრები 12 ნოემბერს შინ ჩრდილოეთ მაკედონას შეხვდება.

გარდა იმისა, რომ ერთა ლიგის პირველი სეზონის ფინალში საბოლოო გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა ძველი კონტინენტის საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნებში მოხვდება, ევრო 2020-ზე გასვლით პრეცედენტს შექმნის. ამასთან, მნიშვნელოვნად შეივსება ფეხბურთის ფედერაციის ხაზინაც, რომელიც უეფასგან არანაკლებ 9,25 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ზე წინ წაიწევს.

კერძოდ, ტურნირში თითოეული გამარჯვებისთვის ქვეყნის ფედერაციას დაერიცხება 1,5 მილიონი ევრო, ფრეზე – 750 000 ევრო, ხოლო პლეი ოფში გასვლისთვის დამატებით 2 მილიონი ევრო.

ამავე დროს, თუ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს, უკვე ცნობილია, რომელ ჯგუფში და რა გრაფიკით იასპარეზებს საქართველოს ნაკრები. გასვლის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ს 13 ივნისს ბუქარესტში ავსტრიასთან მატჩით გახსნის. ასევე რუმინეთის დედაქალაქშია დაგეგმილი უკრაინასთან მატჩი, ხოლო ნიდერლანდების წინააღმდეგ – ამსტერდამში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system