თავში

რაზე ოცნებობს კრიშტიანუ რონალდუ?

რაზე ოცნებობს კრიშტიანუ რონალდუ?
რაზე ოცნებობს კრიშტიანუ რონალდუ?

პორტუგალიის ნაკრებისა და იუვენტუსის თავდამსხმელმა, ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის მოპოვებაზე ოცნებობს.

სპორტსმენმა თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრების ხელმძღვანელობის დროს მან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო, მაგრამ მას არ სურს, მხოლოდ ამ მოგებით დაკმაყოფილდეს.

"ძალიან ბევრჯერ გითხარით, რომ ჩემი ოცნებაა პორტუგალიის ნაკრებისთვის რაიმეს მოპოვება და ორი ტიტულის მოპოვება მოვახერხე, რამაც გამახარა. მე მოვიგე ყველა კლუბში, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი, მაგრამ მსოფლიო თასი ჩემი ოცნებაა" - განაცხადა რონალდუმ.

FIFA-ს შემდეგი მსოფლიო თასი 2022 წელს ყატარში გაიმართება. ამ პერიოდში ფეხბურთელი 37 წლის იქნება.

დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რონალდუ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და დუბაის Globe Soccer Awards-ზე ჯილდო მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system