თავში

რონალდო: არასოდეს ვხედავდი ლეოში კონკურენტს

რონალდო: არასოდეს ვხედავდი ლეოში კონკურენტს
რონალდო:  არასოდეს ვხედავდი ლეოში კონკურენტს

 კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ბარსელონას“ „იუვენტუსთან“ დამარცხების (3:0) შემდეგ უპასუხა შეკითხვას „ბარსას“ კაპიტანთან ლიონელ მესისთან კონკურენციის შესახებ. პორტუგალიელმა ამ მატჩში ორი პენალტი გაიტანა და დუბლი შეასრულა, არგენტინელმა კი შვიდი ზუსტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

„ჩვენ დაჯილდოვების სხვადასხვა ცერემონიაში 12-13 წელია ვმონაწილეობთ, და მე არასოდეს დამინახავს მასში კონკურენტი. ამ ყველაფერს პრესა აღვივებს. ჩვენ ყოველთვის შესანიშნავად ვეწყობდით ერთმანეთს და თუ ლეოს იგივეს ჰკითხავთ, ისიც ასევე გიპასუხებთ“, – განაცხადა რონალდომ.

„იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ ჯგუფში ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, მაგრამ პირად შეხვედრებში უპირატესობის გამო, პირველი ადგილი ტურინულმა კლუბმა დაიკავა და ის პლეი ოფის წილისყრისას განთესილი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system