თავში

რონალდომ მორიგი ტიტული მოიგო - "იუვენტუსმა" იტალიის თასის ფინალში გაიმარჯვა

რონალდომ მორიგი ტიტული მოიგო - "იუვენტუსმა"
რონალდომ მორიგი ტიტული მოიგო - იუვენტუსმა იტალიის თასის ფინალში გაიმარჯვა

კრიშტიანუ რონალდომ მორიგი ტიტული მოიპოვა, ამჯერად "იუვენტუსთან" ერთად. რეჯო-ემილიაში ჩატარებული იტალიის თასის ფინალში ტურინელებს ბერგამოელები დაუპირსიპირდნენ.

იუვენტუსმა გამარჯვება კულუსევსკისა და კიეზას გოლების წყლობით მოახერხა. "ატალანტას" მხრიდან კი ერთადერთი გოლი მალინოვსკიმ გაიტანა. 

ტურინელთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა. საინტერესოა, რომ ლეგენდარულ მეკარეს, გოლის ავტორ ფედერიკო კიეზას მამასთან, ენრიკო კიეზასთან ერთად, 22 წლის წინ უეფას თასი აქვს მოგებული. ამ სეზონში "მოხუცმა" ჯანლუიჯიმ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი გუნდი არც ერთხელ დამარცხებულა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯანლუიჯის მოპოვებული მეექვსე თასია და თან სამ სხვადასხვა დეკადაში.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდოს, მან ინგლისისა და ესპანეთის თასებს, იტალიურიც დაუმატა და სამ სხვადასხვა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგის ტიტულთან ერთად, უმაღლესი ჯილდოები დააგროვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system