თავში

დღეს ტოკიოს ოლიმპიადა იწყება

დღეს ტოკიოს ოლიმპიადა იწყება
დღეს ტოკიოს ოლიმპიადა იწყება

დღეს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა იწყება. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მე-2 შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ტოკიო -2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება. ტოკიო- 2020 ოფიციალურად 23 ივლისს, 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება. ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ნინო სალუქვაძე 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system